8 ივნისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება

07.06.2020 00:48

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. დასაშვები გახდება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, გაიხსნება სასტუმროები, აღდგება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან. 8 ივნისიდან დასაშვები ხდება ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა გარდა სპორტული, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურებისა და აქტივობებისა. სასტუმროებს ექნებათ ვალდებულება, შეასრულონ მთელი რიგი  რეკომენდაციები, ისევე როგორც საქალაქთაშორისო ტრანსპორტში მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან აუცილებელი ნორმები. 8 ივნისიდან დასაშვები ხდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა კონკრეტულად მეორე და მესამე კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: