სტუ-ს დღეების ფარგლებში მკლავჭიდის ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

31.03.2018 00:58

მკლავჭიდის ჩემპიონატი „სტუ-ს სტუდენტური დღეები 2018“-ის ფარგლებში გაიმართა,მასში ტექნიკური უნივერსიტეტის სამოცამდე სტუდენტი იყო ჩართული.ტურნირი ექვს წონით კატეგორიაში მიმდიანრეობდა და გათამაშდა ორი ოქროს მედალი.მკლავჭიდი მარჯვენა ხელში გამარჯვებული სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი გახდა,ხოლო მარცხენა ხელში სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.“სტუ-ს სტუდენტური დღეები2018“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრის გიორგი ჯაოშვილის განცხადებით: „ჩატარდა მკლავჭიდის ჩემპიონატი ექვს წონით კატეგორიაში. მარჯვენა ხელში ოქროს მედალი მოიპოვა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა,ხოლო მარცხენა ხელში სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტმა“ .„სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს წარმოვადგენდი და მოვიგე.მოვიპოვე პირველი ადგილი,ორი ოქროს მედალი,რითაც კიდევ ერთი ოქროს მედალი მოვუპოვე ჩემს ფაკულტეტს და მადლობა ორგანიზატორებს ასეთი ღონისძიებისთვის“-განაცხადა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტმა-ტურნირის მონაწილე ზაზა ოქრპცვარიძემ.

გაზიარება:
GM Sunshine