საპატრულო პოლიციამ ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი დააკავა

16.08.2020 00:29

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი - 1995 წელს დაბადებული პ.გ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე 7 პირს: 1996 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, 2016 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 1974 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 2009 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 2013 წელს დაბადებულ რ.ა.-ს და 2016 წელს დაბადებულ ა.მ.-ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, პ.გ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მიყენებული ტრავმების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ ე.მ. და ე.ა., ხოლო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ - ა.მ. და მ.მ. სამართალდამცველებმა ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენა მალევე შეძლეს და იგი ფონიჭალის ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საპატრულო პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა
00:25

საპატრულო პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დაა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სამშენებლო პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება
01:42

საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სამშენებლო პროცე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

როდის დაიწყება კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები ფონიჭალაში
01:18

როდის დაიწყება კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები ფონიჭალაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
00:29

პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საპატრულო პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავა
00:36

საპატრულო პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საპატრულო პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:23

საპატრულო პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საპატრულო პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
00:25

საპატრულო პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში 1 პირი ცხელ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საპატრულო პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:27

საპატრულო პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო