როდის დაიწყება კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები ფონიჭალაში

17.11.2018 01:18

როდის დაიწყება კორპუსის  გამაგრებითი სამუშაოები ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში. ზუსტი დღე ამ დრომდე არ არის ცნობილი. სპეციალისტები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. ბოლო მონაცემებით, აღდგენითი პროცესი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება. მანამდე კი მერიის მიერ დაქირავებულმა კერძო კომპანიამ მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა. ვითარება ადგილზე, ექსპერტებმა და კონსტრუქტორებმა შეისწავლეს. ჯერ ისევ უცნობია, არის თუ არა ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო. რაც შეეხება დაშავებულებს, რომელბმაც აფეთქებისას მძიმე დამწვრობა მიიღეს, ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. ერთი ოჯახის სამი წევრი დამწვრობის ცენტრში მკურნალობას განაგრძობს. მათ სასუნთქი გზები აქვთ დაზიანებული. ყველაზე რთული 44 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. შეგახსნებთ, ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა აფეთქება გამოიწვია, ახალგაზრდა ქალი და ცხრა თვის ბავშვი გარდაიცვალნენ. კვლავ მობილიზებულია საპატრულო და დაცვის პოლიცია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

როდის დაიწყება ვაქცინაცია საქართველოში
04:00

როდის დაიწყება ვაქცინაცია საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

როდის დაიწყება ოზურგეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები
00:54

როდის დაიწყება ოზურგეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ტატუნაშვილის საქმე
03:37

ტატუნაშვილის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

როდის დაიწყება ევროპასთან უვიზო მიმოსვლა
02:44

როდის დაიწყება ევროპასთან უვიზო მიმოსვლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

როდის დაიწყება ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია?
03:27

როდის დაიწყება ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია?

მეცხრე არხი ახალციხე

როდის დაიწყება სოფელ ნუკრიანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია
02:39

როდის დაიწყება სოფელ ნუკრიანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

როდის დაიწყება ახალი სეზონი?რა  ცვლილებებია სერიალში?
05:06

როდის დაიწყება ახალი სეზონი?რა ცვლილებებია სერიალში?

თავქარიანი

როდის დაიწყება ენგურჰესის რეაბილიტაცია?
07:24

როდის დაიწყება ენგურჰესის რეაბილიტაცია?

Business Media Georgia

ყველა ვიდეო