რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალი „სრული ხმით"
14 ივლისს 19:00 საათზე, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში, გაიმართება რიგით VI საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალის „სრული ხმით"გახსნის საზეიმო ცერემონია. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ბავშვთა ნახატების გამოფენა-კონკურსი „მე ვხედავ მზეს", რომელიც ნოდარ დუმბაძის დაბადების 85-ე წლისთავს მიეძღვნება. გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან კონკურსის გამარჯვებულები და ლაურეატები. VI საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალი "სრული ხმით" 13-22 ივლისს საქართველოს რეგიონებში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი პოეტები. ფესტივალში ჩართულია 70-ზე მეტი პოეტი და მთარგმნელი რუსეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. უცხოელ კოლეგებს უმასპინძლებენ ცნობილი ქართველი ლიტერატორები. ფესტივალი "სრული ხმით" ეძღვნება ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 85 და ვლადიმერ მაიაკოვსკის დაბადებიან 120 წლისთავს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალი 2013
Music Box
ბესიკ ხარანაული -75. ხელოვნების ქურუმი კულტურის სამინისტროს...
culturegovge culturegovge
რუსულ-ქართული დიალოგი
info9 info99
რუსულ-ქართული მოლაპარაკება პრაღაში - "მოამბის" შეკითხვებს ზუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსულ-ქართული ურთიერთობები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსულ-ქართული დიალოგის მონაწილეები საზღვრისპირა სოფელებში არ...
TV IMEDI
რუსულ-ქართული რეპერტუარი გორის ცენტრში ოლიმპიელების პატივსაც...
Tv Dia
რუსულ-ქართული ლოცვა
baskob22