ბოლტონის ვიზიტის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია

01.11.2018 04:15

აქტუალობას არ კარგავს თბილისში დონალდ ტრამპის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვიზიტის შემდეგ გავრცელებული დეზინფორმაცია.

რამდენიმე დღის წინ შექმნილ ინტერნეტგვერდზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ამჯერად აშშ-ის საელჩოდან ეხმაურებიან.

საქმე ეხება ავტორის მითითების გარეშე გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვით საქართველოში ჩამოსულმა მაღალი რანგის სტუმარმა ხელისუფლების წარმომადგენლები გააფრთხილა, ამერიკისგან 75 მილიონ დოლარად შეძენილი ანტისატანკო სისტემები - ჯაველინები რუსეთს არ გადასცეს.

ინფორმაცია ყველა ოფიციალურ დონეზე კატეგორიულად უარყვეს.

საინტერესოა, რომ 22 ოქტომბერს დარეგისტრირებულ საიტს, რომელმაც სტატია გამოაქვეყნა, ადმინისტრატორიც კი არ ჰყავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine