პირბადის ტარება სავალდებულო ხდება


კანონპროექტი პირბადის წესების დარღვევის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილება. საჯარიმო თანხა ფიზიკური პირისთვის 50, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარით განისაზღვრა. 50-50 ლარის გადახდა მოუწევთ მგზავრსა და მძღოლს, იმ შემთხვევაში, თუ რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაირღვევა. წესები ეხება კერძო ტაქსებსაც.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2000 ლარით, იურიდიული კი 10 000 ლარით დაჯარიმდება. პროექტი სესიაზე მიმდინარე კვირაში გავა და კვირის ბოლოს, მესამე მოსმენით დამტკიცდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან