საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ  მოსამართლემ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია. პატიმრობის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლოში ხმაური იყო. ბრალდებულების ახლობლებმა დარბაზი უკმაყოფილო შეძახილებით დატოვეს. საქართველოს პირველ არხთან კომენტარი ბრალდებული ბესიკ თამლიანის დედამ, რუსუდან თამლიანმაც გააკეთა. მისი თქმით, მისი შვილი ქვეყნის სიყვარულის გამო დააპატიმრეს. თავის მხრივ, პროკურორი მოსამართლის, ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს, რადგან მისი თქმით, ბრალდებას აქვს მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალს ადასტურებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან