ქართული წარმოების რუსული საფრთხე - ფერმერი ქარელიდან

12/19/2023

https://mtisambebi.ge/ - „რაც გადარჩა, მაქსიმუმ 2-3 კვირა გაძლოს და შემდეგ გადასაყრელი იქნება. ამ ფონზე, როცა ჩვენთან ასე ფუჭდება მოსავალი, რუსეთიდან შეუჩერებლად შემოდის. 40 ტონა ხახვი მილპება. საქმეს აკეთებ, დოვლათს ქმნი, მუშახელს ასაქმებ. ბევრს ხომ არ ვითხოვთ?! ჩვენს ქვეყანაში მოგვეცეს საშუალება, რომ მოყვანილი მოსავალი გავყიდოთ. 65-70 თეთრი ღირდეს ხახვი, განა ბევრია?“ - ვასიკო ბაქრაძე, ფერმერი ქარელიდან. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში 13662 ტონა ხახვის იმპორტი განხორციელდა. რუსეთი იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. იგივე პერიოდში რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა 45 მილიონი დოლარის ღირებულების ხორბალი, ქართველი ფერმერებს კი ხორბალი უფუჭდებათ.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან