უცხოური: კეტი და ორლანდო დაინიშნენ, რიჩარდ გირისა და სილვას თაფლობის თვე, ნატალი პორტმანი შარშია

04/27/2018
Music Box-ის მიერ

* ამ დღეებში კეტი პერი გადაცემას Entertainment Tonight სტუმრობდა, სადაც მოულოდნელი განცხადება გააკეთა. წამყვანის შეთავაზებას, გადაცემის სცენარიდან გამომდინარე, American Idol-ის კონკურსანტებს გაფლირტავებოდა, პერიმ მოულოდნელად უპასუხა: „არა! მე დანიშნული ვარ და ძალიან ბედნიერიც ვარ!“
რა თქმა უნდა, მომღერლის რჩეული მსახიობი ორლანდო ბლუმია, რომელსაც ერთ-ერთ უკანასკნელ კონცერტზე კეტიმ სიმღერაც მიუძღვნა.
* ცოტა ხნის წინ ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ცნობილი მსახიობის, რიჩარდ გირისა და მისი რჩეულის, ალექსანდრა სილვას ქორწინების შესახებ. ცნობილი გახდა, რომ წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა და ცერემონიამ უახლოესი მეობრების გარემოცვაში ჩაიარა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემეგ ახლადდაქორწინებულები ერთად პირველად გამოჩნდნენ. ფოტოგრაფებმა 68 წლის გირი და 35 წლის სილვა ნიუ-იორკში სეირნობისას გადაიღეს. როგორც ჩანს, მსახიობი და ბიზნესმენი თაფლობის თვეს სწორედ ნიუ-იორკში ატარებენ. სპორტულ სამოსში გამოწყობილი მეუღლეები ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით რიჩარდ გირმა City Harvest Gala-ს ღონისძიებაზე გადაინაცვლა, სადაც ის უკვე ჯულიანა მურთან ერთად გამოჩნდა.
* ნატალი პორტმანი საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა გახვეული. მიზეზად კი მისი ისრაელის პრესტიჟულ პრემია Genezis-ზე დასწრების სურვილის არქონა სახელდება, რომელიც ქვეყნის იმ მოქალაქეებს გადაეცემათ, რომლებიც წარმატებას აღწევენ. ამ დღეებში ისრაელის ხელისუფლებამ მსახიობის წარმომადგენლისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნატალი 2018 წელს გასამართ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. განმარტებული იყო უარის მიზეზიც: “მსახიობი შეძრწუნებულია ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი უკანასკნელი ამბებით და მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა მას დისკომფორტს მოუტანს“.
აღნიშნული ფაქტი დაგმეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და გაჩნდა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის იდეაც. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის
________________________
Official Site - http://www.musicbox.ge/
MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478
Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia
Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge
#MusicBox #News #სიახლეები

ვიდეოები „Music Box"-ისგან