შემთხვევა რუსთავში
ჯერ-ჯერობით უცნობმა პირებმა რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ივანე გველესიანს სცემეს. გველესიანს დაზიანება სახის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული მოთავსებულია კლინიკა „რუსთავში“. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო. მისივე მტკიცებით, მას შემდეგ რაც გველესიანმა, რომელიც მერიის არასაჯარო იურიდიული პირის „კორპუსის“ თანამშრომელი იყო, უარი განაცხადა „ქართული ოცნებისთვის“ ხმების მოგროვებაზე და სამსახური დატოვა, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მისი დაშინება, რაც ცემით დასრულდა. ბრალდებებს პასუხობს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი. ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერააა და წინასაარჩევნო კამპანიაში დესტრუქციის შემოტანა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის. ლაცაბიძე გამორიცხავს, რომ ძალადობაში მონაწილეობა მიეღო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შემთხვევა რუსთავში - 9 წლის გოგონა არასწორად დამონტაჟებული წ...
TV IMEDI
შემთხვევა რუსთავში, თოდრიას გამზირზე
info rustavi
უბედური შემთხვევა რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში კულტურის სახლთან
info rustavi
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში
info rustavi
ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უბედური შემთხვევა რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster