საბალეტო დასის სოლისტების გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე

04/21/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

დომენიკო მოდუნიოს სახელობის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი, იტალიის ქალაქ ბარიში 25-29 მარტს გაიმართა, სადაც თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წევრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრნენ. სოლისტებმა ეკატერინე სურმავამ და ფილიპ ფედულოვმა ორი პირველი პრემია მიიღეს შემდეგ კატეგორიებში - კლასიკური პა დე დე და თანამედროვე დუეტი.
სოლო გამოსვლების ნომინაციაში მეორე და მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებმა ნინო ხახუტაშვილმა და სალომე ლევერაშვილმა. ჯგუფურ ნომინაციაში კი სასწავლებლის მოსწავლეებმა მეორე ადგილი დაიკავეს. ქართველმა მოცეკვავეებმა ასევე მოწვევა მიიღეს იაპონიაში გალა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად.
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლებმა იტალიის შემდეგ რუმინეთში გადაინაცვლეს და ქალაქ ტიმიშუარაში მონაწილეობა მიიღეს ქორეოგრაფ ვალენტინ ბარტესის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ამაო სიფრთხილე“, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურეს.
გამარჯვებული მოცეკვავეები საქართველოში 10 აპრილს დაბრუნდნენ. საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე ისინი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის ინიციატივით გაემგზავრნენ.



http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან