ჯონ კირბის განცხადება
ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პენტაგონში სახიფათოს უწოდებენ. პესკოვმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში რამდენჯერმე აარიდა თავი პასუხს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას. წამყვანის, ქრისტიან ამანპურის შეკითხვაზე, რა შემთხვევაში აამოქმედებს პუტინი ბირთვულ არსენალს, პასუხი ასეთი იყო: „იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება“. პენტაგონის პრესსპიკერი, ჯონ კირბი ამბობს, რომ ეს არ არის ის, როგორც პასუხისმგებლიანი ბირთვული ძალა უნდა მოქმედებდეს. ასევე პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრილ რუს სამხედროებს არამარტო საკვებისა და საბრძოლო მასალების დეფიციტი აქვთ, არამედ ხომალდებისთვის საწვავი და ჯარისკაცებისთვის თბილი ტანსაცმელიც არ აქვთ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები რუსების მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჯონ კირბის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პენტაგონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეთრი სახლის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თეთრი სახლის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პენტაგონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯონ კიბრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯონ კირბის განცხადებით, ავდიივკაში ვითარება უკიდურესად მძიმე...
Euronews Georgia
დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster