ომის 214-ე დღე უკრაინაში
ომის 214-ე დღე. რუსეთი აგრძელებს უკრაინის ტერიტორიების დაბომბვებს. გასულ 24 საათში, რუსებმა სარაკეტო და საავიაციო დარტყმები უკრაინის 8 რეგიონში განახორციელეს. პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ დაბომბვების შედეგად ბოლო 24 საათში დაიღუპა 4 და დაშავდა 29 მშვიდობიანი მოქალაქე. მასშტაბურად დაიბომბა ქალაქი ზაპოროჟიე, დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი. ოდესა კიდევ ერთხელ დაბომბეს რუსებმა კამიკაძე დრონების გამოყენებით. კვლავ დაიბომბა მიკოლაევის, სუმის, დნიპროს და ნიკოპოლის რაიონები. დონეცკის ოლქზე განხორციელებულ იერიშს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია სულ მცირე რვა მოქალაქე. პარალელურად, უკრაინელებმა საავიაციო დარტყმა განახორციელეს ხერსონში, რუსეთის პოზიციებზე. გენშტაბში აცხადებენ, რომ განადგურებულია 57 რუსი სამხედრო და 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა. დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა რუსების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკსა და მელიტოპოლში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბრძოლის ველზე უკრაინელებმა რვა მიმართულებით შეძლეს მოწინააღმდეგის შეტევების მოგერიება. ძირითადი ბრძოლები კვლავ დონეცკის, ხერსონის და ხარკოვის რაიონებში მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, რუს ჯარისკაცებს კი ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
"ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის" მედპერსონალი უკვე მეთხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხ...
თავდაცვის სამინისტრო
II მსოფლიო ომის ვეტერანთა საზეიმო სხდომა
თავდაცვის სამინისტრო
რა დამოკიდებულება გაქვთ მსოფლიოში დაძაბულობის საომარ მოქმედე...
NWO Solidarism
რუსები საქართველოში - ფილმის წარდგენა - სტუდია რე
Studio Re - სტუდია რე
დიდებული საუკუნე 283.ეპიზოდი
დიდებული საუკუნე - Muhteşem Yüzyıl
ომის პარტიის გეგმა საქართველოს წინააღმდეგ და ნაც.მოძრაობის მ...
POSTV - ანალიტიკა
ომის 568-ე დღე უკრაინაში
Formula News