არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია

27.07.2022 03:04

არასამთავრობო სექტორი ოპოზიციასა და საერთაშორისო პარტნიორებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკუთარ ხედვას აცნობს. შეხვედრაზე ოპოზიციასთან ერთად მიწვეული იყო მმართველი გუნდიც, თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მას არ შეუერთდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ რეფორმების გასატარებლად და პუნქტების შესასრულებლად მნიშვნელოვანია, დაიწყოს დეპოლარიზაცია და სამუშაო პროცესი ინკლუზიურად გაგრძელდეს. ოპოზიცია კვლავ მმართველ გუნდს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება არ სურს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: