მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების საპროტესტო აქცია
გლდანში, თეთრი ტბის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი თბილისის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ მფლობელობაში არსებულ მიწებს რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ მერიაში წარდგენილი ჰქონდათ განაშენიანების გეგმა, რასაც მერია დათანხმდა, თუმცა, რამდენიმე თვეში ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიანიჭა. მიწის მესაკუთრეები აღნიშნული სტატუსის მოხსნას ან ნაკვეთების ადგილმონაცვლეობას ითხოვენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ. აქციას პარტია „მოძრაობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძეც შეუერთდა და მიწის მესაკუთრეების პრობლემები მოისმინა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს ტბის დამცავ ზოლს და ტერიტორიაზე განაშენიანება კანონით რეგულირდება. ასევე, მერიის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე მიწის მესაკუთრეებს მშენებლობის უფლება არასდროს ჰქონიათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო აქცია ნინო ჟვანიას ქუჩაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია თბილისის მერიასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიწის ნაკვეთების მფლობელთა მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
\u0026#039;შემოვლითი რკინიგზით დაზარალებულნი\u0026#039;
საუკეთესო სიუჟეტები
ამნისტიის კანონი მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამნისტიის შესახებ კანონი - ბრიფინგი პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიწათსარგებლობის ახალმა გენერალურმა გეგმამ თბილისის მერია გა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნები...
საქართველოს პროკურატურა