კარასინი-აბაშიძის ონლაინსაუბარი შედგა
2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა; ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია, - ასე გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც უწყებამ აბაშიძე-კარასინის ონლაინშეხვედრის შემდეგ გაავრცელა. „მოამბესთან“ საუბარში კი პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ განხილვის მთავარი საკითხი ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება იყო. აბაშიძემ აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას, გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაცია, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა და ოკუპირებულ რეგიონებთან მიმოსვლა ფაქტობრივად შეწყვეტილია. ყურადღება გამახვილდა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებაზეც, რაც, ქართული მხარის შეფასებით, დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კარასინი-აბაშიძის ონლაინსაუბარი შედგა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კარასინი-აბაშიძის ონლაინსაუბარი შედგა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კარასინი-აბაშიძის ფორმატით შეხვედრები გაგრძელდება
Maestro Television
კარასინი-აბაშიძის ფარული აუდიოჩანაწერი | რას ადასტურებს აბაშ...
Formula News
კარასინი - აბაშიძის ფორმატი კარგია, მაგრამ - არა საკმარისი.
Maiko Khinchagashvili
ფორმულა 09:00 საათზე — 1 ნოემბერი
საოკუპაციო ზოლის გადამოწევის შესახებ კარასინი-აბაშიძის მორიგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნინო ბურჯანაძის კომენტარი კარასინი აბაშიძის შეხვედრასთან დაკ...
NINO BURJANADZE