საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა


უკვე მეორე დღეა, პარტია „ქართული ოცნება,“ თავმჯდომარე ბინიძა ივანიშვილთან ერთად მოსამართლეების საკითხზე მსჯელობს.

პოლიტიკური გაერთიანების ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის განსხვავებული პოზიციის მქონე წევრები საკუთარ არგუმენტებს წარადგენენ. შეკრების პირველი დღე გუშინ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. როგორ მიმდინარეობს განხილვა უცნობია, დეპუტატები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გუნდში შეთანხმების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს.

მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე არსებობს განსხვავებული ინიციატივები. არ არის გამორიცხული, რომ მათი უვადოდ გამწესების საკითხი საერთოდ რამდენიმე წლით გადავადდეს. „ქათული ოცნების“ წევრები დღესაც ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გარიცხვის საკითხი ამ ორი დღის განმავლობაში არ განხილულა და ბიძინა ივანიშვილს მოსამართლეების საკითხზე გამართული შეხვედრა უმრავლესობის კონსტრუქციულ გარემოში მიჰყავს.  

თამარ წიკლაური მუშაობს „ქართული ოცნების“ ოფისთან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან