15-23 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი მწერლები პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში იტალიის სხავადასხვა ქალაქში - ბარი, ფლორენცია, რომი - ემიგრანტებისთვის პოეზიის საღამოებს გამართავენ. იტალიაში მცხოვრებ ქართველებს საკუთარ შემოქმედებას წარუდგენენ - ზვიად რატიანი, ელა გოჩიაშვილი, ლელა სამნიაშვილი, მარიამ წიკლაური, ნიკა ჯორჯანელი, ლია ლიქოკელი, გიორგი არაბული და კატო ჯავახიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლიტერატურული საღამოები, ქართველი პოეტების შეხვედრები ემიგრანტებთან, სტუმრობა იტალიის სხვადასხვა საგამომცემლო სახლში და ადგილობრივ ბიბლიოთეკებში ქართული წიგნის კუთხეების შევსება. ბიბლიოთეკები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნებით განახლდება.
ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, იტალიაში გამოიცა თანამედროვე ქართველ პოეტთა მცირე ანთოლოგია, (მთარგმნელი და შემდგენელი ნუნუ გელაძე) რომელშიც „ცოცხალი წიგნების“ რამდენიმე ავტორის ლექსია შესული.
http://culture.gov.ge/