უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ნიკა შანავას სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ
დღეს, 17 აპრილს უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველს მებრძოლს, ნიკა შანავას სამხედრო პატივით დაკრძალავენ საგვარეულო სასაფლაოზე. ნიკა შანავა 21 წლის იყო. ის ძმასთან ერთად, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისედ 15 მარტს წავიდა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს ამ დრომდე 9 ქართველი მებრძოლი შეეწირა. დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა 9 აპრილს, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად დაბომბვის დროს დაიღუპნენ. კიდევ ორი ქართველი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი კი 18 მარტს, კიევთან ახლოს, ირპენის რეგიონში რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის მოგერიების დროს მოკლეს. ქალაქ ირპენში, 26 მარტს, შეტაკებებს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მარიუპოლში 19 მარტს დაიღუპა ბახვა ჩიქობავა. მისი გადმოსვენება საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქის ბლოკადის გამო ვერ ხერხდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ნიკა შანავას დღეს დაკრძა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მებრძოლები საქართველოში ჩამოასვენეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დაკრძალეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ნიკა გელენიძე საქართვე...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს პატივი მიაგეს
თავისუფალი ზონა