ნიკა მელია საპატიმროს დატოვებაზე ისევ უარს ამბობს


ნიკა მელია საპატიმროს დატოვებაზე ისევ უარს ამბობს - ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდასა და ამნისტიით გათავისუფლებას ის კვლავ არ ეთანხმება. პარტია „ლელო საქართველოსთვის“  ევროპარლამენტარებს სთავაზობს, თავდებში დაუდგნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება და ის პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

„ლელოს “განცხადებით, ეს იქნება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა. ინიციატივას დადებითად აფასებენ ოპოზიციური პარტიები. მათი თქმით, ეს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება ამ სიტუაციაში, თუ ორივე მხარე ამას დათანხმდება. ინიციატივას უპასუხისმგებლოს უწოდებენ ხელისუფლებაში, მათი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან