თბილისის მოდის კვირეული ლეგენდარული მსახიობის პროექტით „მედეა ჯაფარიძე Style icon“ გაიხსნა

21.04.2018 04:30

დადგა ის დღეც, როდესაც ჩვენს გარდერობს თვალი უნდა გადავავლოთ და 4 დღიანი ლუქი ავარჩიოთ, რადგან თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი დაიწყო. კვირეული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობის პროექტით „მედეა ჯაფარიძე სთაილ აიქონ“ გაიხსნა. ღონისძიება თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში ჩატარდა, სადაც გაცოცხლდა კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“, ასევე პერფორმანსის და გამოფენის სახით ვიხილეთ „ქეთოს სამოსი“, ყარაჩოღელებისა და სხვა ამონარიდები კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook -   / musicboxgeorgia   Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები

გაზიარება: