Mercedes Benz Fashion Week იწყება

31.10.2018 00:31

პირველიდან 5 ნოემბრის ჩათვლით სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოდის კვირეულს, Mercedes Benz Fashion Week-ს უმასპინძლებს. აღნიშნულ საკითხზე ორგანიზატორებმა „პუბლიკაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს და მედიას კვირეულის დეტალები გააცნეს.

მოდის კვირეულის მერვე სეზონზე ორი ახალი პროექტი „ბინექსთი“ და „არტ ჯორჯია“ შესრულდება.

კვირეულის ფარგლებში 40-მდე დიზაინერის ჩვენება მოეწყობა და მასტერკლასები ჩატარდება.

კვირეულის მთავარი სტუმარი ლეგენდარული იაპონელი არტისტი და დიზაინერი ჰიროში ფუჯივარა იქნება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine