კახეთში ქალბატონი პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს
03/10/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
კახეთში 1971 წელს დაბადებული ქალბატონი პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაკავებული თელავში, მშვიდობის ქუჩაზე, ნაქირავები საცხოვრებელი სახლის ოთახებს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის აქირავებდა. ასევე ხელს უწყობდა პროსტიტუციაში ჩაბმული ქალბატონებისთვის კლიენტის მოძებნაში. სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით რამდენიმე ქალბატონი და ორი მამაკაცი დაკითხეს.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის, ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1oHEGsK
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის, ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1oHEGsK