სილამაზის კონკურსი -- "მის თელავი 2013"
01.07.2013
01:21
"მის თელავი 2013" უკვე არჩეულია. თელავის სახელმწიფო თეატრში მის თელავის კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას 24 გოგონა იღებდა. "მის თელავი 2013", 16 წლის მეგი პაპაშვილი გახდა. გამარჯვებული 7-კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ფოტომოდელ-მანეკენთა სტუდია "ფავორიტის" ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსანტებს სპონსორმა კომპანიებმა სხვადასხვა საჩუქრები გადასცეს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/122oPu6