ევროპარლამენტის რეზოლუცია
ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც დღეს მიიღეს, მოუწოდებს სამიტში მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებს, მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას „დაუყოვნებლივ“. ისინი ანალოგიურად უნდა მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მითითებებს შეასრულებს. რეზოლუციას მხარი 529 დეპუტატმა დაუჭირა, 45 წინააღმდეგი იყო, 14-მა კი თავი შეიკავა. ევროპარლამენტი იწვევს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებას ცალსახად წარმოაჩინონ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და განახორციელონ მათი ხალხის ევროპული ამბიციები, დააჩქარონ რეფორმები, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები რაც შეიძლება სწრაფად დააკმაყოფილონ. უკრაინელები მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში ცხოვრებას, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან, - განაცხადეს ევროპარლამენტარებმა. რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა, როგორც კი შეასრულებს საჭირო რეფორმებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპარლამენტის რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის რეზოლუცია
Tabula ტაბულა
ევროპარლამენტის რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის რეზოლუცია
TV IMEDI