რეგიონული კონფერენცია „ფული პოლიტიკაში“ ტელეკომპანია იბერია
06/21/2017
სახელმწიფო აუდიტის სამსახური-ის
მიერ
19-20 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა მეორე რეგიონული კონფერენცია თემაზე „ფული პოლიტიკაში“. კონფერენციის მიზანი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური პარტიების მონიტორინგისა და ანტიკორუფციული სამსახურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური ფინანსების სფეროში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და გამოცდილების გაზიარება, ასევე არსებული ხარვეზებისა და მონიტორინგის გაუმჯობესების გზებზე საუბარი. ამასთან, კონფერენცის ფარგლებში შეიქმნა საერთაშორისო თანამშრომლობის მაგალითი, რაც დაეხმარება შესაბამის სტრუქტურებს, დაამყარონ საჭირო კავშირები ექსპერტებთან პოლიტიკოსებთან, დონორ ორგანიზაციებთან და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელ სახელმწიფო სტრუქტურებთან.
იხ. სრულად: http://sao.ge/news/892
იხ. სრულად: http://sao.ge/news/892