გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ლომჯარია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შ


დღეს, 13 აგვისტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ლომჯარია პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის პროცესში იდენტიფიცირებული პრობლემატური საკითხები და ტენდენციები. სამოქალაქო სექტორს წარედგინა ინფორმაცია მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შემოსული განცხადებებისა და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
იხ. სრულად: http://sao.ge/news/922

ვიდეოები „სახელმწიფო აუდიტის სამსახური"-ისგან