ვაკის პარკის საქმეზე პროკურატურამ ახალი ბრალდებები წარადგინა
ახალი ფიგურანტები მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეში, - პროკურატურამ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა. ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში, ელექტროდენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა. ასევე დადასტურდა, რომ ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა. ამასთან, არ იყო დამონტაჟებული რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში, კვების წყაროს ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფდა, ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი. ამასთან, ირკვევა, რომ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში „გრინსერვის+“-მა გაყალბებული პროექტის ცვლილებები წარადგინა, სადაც არ იყო დაცული უსაფრთხოების წესები. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, სასამართლო ამჯერად 9 ბრალდებულის საქმეზე მსჯელობს, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ცხრა პირია დაკავებული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაკის პარკის საქმე - პროკურატურის ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაკის პარკის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს პროკურა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს პროკუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ 4 პი...
საქართველოს პროკურატურა
ვაკის პარკის საქმე - სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულებს ამ წუთებში ბრალს...
TV IMEDI