აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს მთავარ პროკურატურაში თითქმის 11 საათის განმავლობაში იკითხებოდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ, მუხთარლი საგამოძიებო უწყებაში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე მეორედ დაიბარეს. ის გამოკითხვაზე ადვოკატთან და თარჯიმანთან ერთად მივიდა. იმის მიუხედავად, რომ გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტს რამდენიმე თარჯიმანი დაახვედრა, მუხთარლიმ გამოკითხვის შეწყვეტა მოისურვა, მიზეზად კი მათი არაპროფესიონალიზმი დაასახელა. მისი თქმით, დეტალურად გაიხსენა ის დღე, როდესაც თბილისში დააკავეს. მუხთარლი ამბობს, რომ ის უკანონოდ გაიტაცეს, ბრძანება კი იმჟამინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გასცა. საქმეზე გამოძიება 4 წელია მიმდინარეობს.
აფგან მუხთარლის განმარტებით, ის 2017 წელს სამართალდამცველებმა თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. სამშობლოში ჟურნალისტი გაასამართლეს, მან საპატიმრო დაწესებულება ერთი წლის წინ დატოვა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.