საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარებაზე


EMC-ის იურისტი გურამ იმნაძე საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მარიხუანას მოხმარების საქმეზე და ასევე ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე.


►\"EMC წლებია მუშაობს ნარკოპოლიტიკის საკითხზე და ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატოფრმასთან ერთად, სადაც ყველა ამ თემით დაინტერესებული ადამიანია გაწევრებული, მუშაობს კანონპროექტზე რომლის შეტანას და მუშაობას ვაპირებთ ახალი პარლამენტის პირობებში.
ეს კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განსაზღვრას, ასევე ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას. ასევე, მივიჩნევთ, რომ არ უნდა მოხდეს ამ ადამიანების დაკავება და აგრეთვე არ უნდა მიიჩნეოდნენ სახელმწიფოს მხრიდან კრიმინალებად. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების კრიმინალიზება ბევრი მიმართულებით იწვევს პრობლემებს და შესაბამისად ეს მიდგომა არის შესაცვლელი. ასევე ამ კანონპროექტში ყურადღებაა გამახვილებული იძულებითი ნარკოლიგიური შემოწმებების საკითხზე და ვითოხვთ, რომ ფუნდამენტალურად შეიცვალოს არსებული პრაქტიკა.
დრევანდელი გადაწყვეტილება უნდა გახდეს ფუნდამეტალური საფუველი ნარკოპოლიტიკის გადახედვისა და ცვლილებების შეტანისა\".
http://emc.org.ge/

ვიდეოები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი"-ისგან