აფხაზეთში სამხედრო წვრთნები..
აფხაზეთში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. რუსეთის სამხედრო ბაზაზე აფხაზეთში, სამხედროებს სამხედრო ავტომანქანების მართვაში წრთვნიან. როგორც „აპსნიპრესი" იუწყება, სასწავლო პროცესში ჩართულია 200 სამხედრო მოსამსახურე, 30 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა. მომზადება სამი მიმართულებით მიმდინარეობს და მოიცავს მეცადინეობას რემონტისა და ტექნიკური მომსახურების პუნქტებში, ტანკოდრომსა და ავტოდრომზე კომპლექსურ მეცადინეობას და სხვადასხვა რელიეფზე მოძრაობის მეთოდების დახვეწას. სამხედროები სწავლობენ უახლესი სამხედრო სატვირთო კამაზ-5350-ის მართვას, რომელიც რუსეთის ბაზამ აფხაზეთში წელს მიიღო. ავტომანქანა დამატებითი დაცვის კომპლექსითაა არჭურვილი, აქვს კაფსულის ტიპის დაჯავშნული კაბინა ტყვიაგაუმტარი მინებით და გაძლიერებული პლატფორმით. ფინალური გამოცდა 200-კილომეტრიანი მარში იქნება. ამ მარშრუტის ნახევარს სამხედროები ღამისა და გართულებული ხედვის პირობებში გაივლიან. http://www.odishi.ge/ / odishitv
მსგავსი ვიდეოები
აფხაზეთში სამხედრო წვრთნები..
odishitv
აფხაზეთში სამხედრო წვრთნები მიმდინ..
odishitv
რუსეთის სამხედრო წვრთნები აფხაზეთში, რეალური საფრთხე...
Ermile Nemsadze
მორიგი სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთი შავ ზღვაზე „კუნთების თამაშს“ განაგრძობს
ამერიკის ხმა
რუსეთი ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს იწყებს
Music Box
თბილისში ოკუპირებული აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს ე...
TV IMEDI