აფხაზეთში სამხედრო წვრთნები მიმდინ..
აფხაზეთში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. რუსეთის სამხედრო ბაზის არტილერისტები აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, თანამედროვედ აღჭურვილ მცირე საარტილერიო პოლიგონზე ინტენსიურ სამხედრო წვრთნებს გადიან . „აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებს, რუსეთის სამხედრო ბაზის არტილერისტები ატარებენ. ჩვენი ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს მაღალმთიან გარემოსა და ტყეში საბრძოლო უნარ-ჩვევებს, დაზვერვის წარმოებას და მიზნის კოორდინატების განსაზღვრას, ასევე ინდივიდუალურ ნორმატივებს ასწავლიან გეოდეზიური, მეტეოროლოგიური და ბალისტიკური მომზადების შესახებ. წვრთნები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის „გრადის" საშუალებით მიმდინარეობს. სწავლების დასასრულს რუსეთის სამხედრო ბაზის არტილერისტები საბრძოლო სროლაში ტაქტიკურ წვრთნებს გაივლიან, რომელიც კრასნოდარის მხარეში სექტემბრის დასაწყისში გაიმართება"--განაცხადა სამეგრელო--ზემო სვანეთის ლეგიტიმური მთავრობის, პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა სალომე სამუშიამ. როგორც აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში აცხადებენ, მიმდინარე ფაქტებთან დაკავშირებით წერილობითი შეტყობინებები საერთაშორისო ძალებთან უკვე გაგზავნილია. http://www.odishi.ge/ http://www.facebook.com/odishitv/
მსგავსი ვიდეოები
აფხაზეთში სამხედრო წვრთნები..
odishitv
აფხაზეთში სამხედრო წვრთნები..
odishitv
რუსეთის სამხედრო წვრთნები აფხაზეთში, რეალური საფრთხე...
Ermile Nemsadze
მორიგი სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთი შავ ზღვაზე „კუნთების თამაშს“ განაგრძობს
ამერიკის ხმა
რუსეთი ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს იწყებს
Music Box
თბილისში ოკუპირებული აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს ე...
TV IMEDI