ალექსი მაჭავარიანი - 100 - საიუბილეო წლის დასკვნითი კონცერტი
19 სექტემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დიდი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო წლის დასკვნითი საზეიმო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე შესრულდება კომპოზიტორის მიერ შექმნილი ნაწარმოებები, ასევე შედგება რეჟისორ ნანა კიკნაძე-შადურის დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელიც მაჭავარიანის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას ასახავს. 2014 წელი კომპოზიტორის საიუბილეო წელია. ამ თარიღის (100 წლისთავის) აღსანიშნავად საქართველოსა და უცხოეთში არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიება ჩატარდა. კონცერტები გაიმართა ანკარაში, ჰამბურგში, ბრიუსელში, ლონდონში, ლისაბონსა და სანქტ-პეტერბურგში. საიუბილეო კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. პროექტის ორგანიზატორია ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, ხელმძღვანელი მაია ხუროძე. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო კონცერტი
culturegovge culturegovge
ალექსი მაჭავარიანის 100 წლის იუბილე
culturegovge culturegovge
ნანა კიკნაძის ახალი ფილმი
Music Box
ალექსი მაჭავარიანი დედაენა
პირველი არხი • სცენა
ალექსი მაჭავარიანი - „ჩონგურს სიმები გავუბი“ - ჩაწერილია 196...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მედეა ნამორაძე - მზეთა მზის სახეო (მაჭავარიანი)
G
კომპოზიტორები დავით თორაძე და ალექსი მაჭავარიანი ასრულებენ ჯ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოტელო. პრემიერა/Othello.Premiere. 13.05.2022
State Ballet of Georgia