მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა


მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების დასკვნა ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს კლინიკა „ვივამედში“ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მათ შორის კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიები უკვე ჩაუტარდა. ამასთან, მედიკოსი აცხადებს, რომ საბოლოო დიაგნოზისთვის, შესაძლოა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები გახდეს საჭირო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან