თითქმის ორთვიანი მძიმე და ხმაურიანი პოლიტიკური პროცესი პარლამენტმა ვეტოს დაძლევით დაასრულა.
პლენარული სხდომა დილის 12 საათზე ხმაურიანი განცხადებებით დაიწყო. დღის წესრიგში მხოლოდ რეზონანსული კანონი იყო. ვეტოს დაძლევის პროცედურამდე გათვალისწინებული პოლიტიკური გამოსვლები ხელისუფლების ოპონენტებმა, ბუნებრივია, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მწვავე კრიტიკისთვის გამოიყენეს. ოპონენტები კანონის რუსულ რეგულაციებთან მსგავსების დასადასტურებლად ძირითადად საერთაშორისო პარტნიორების იმ გზავნილებს ეყრდნობოდნენ, რომელთა მიხედვით „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი ქვეყანას ევროინტეგრაციის გზიდან გადაიყვანს და სამოქალაქო სექტორის არსებობას საფრთხეს შეუქმნის. ოპოზიცია მმართველ პარტიას კრემლის დავალების შესრულებაში ადანაშაულებს. ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დასაცავად მიღებული კანონი, რომელიც ადამიანის უფლებებთან სრულად თავსებადია და პოლიტიკურ პროცესებში ფარული უცხოური ჩარევის რისკს დააზღვევს - ასეთია ხელისუფლების პასუხი.
მმართველი გუნდი ოპოზიციას უცხოური ჩარევის შესახებ სხვა ქვეყნებში ინიცირებულ თუ უკვე მოქმედ რეგულაციებზე მიუთითებს, დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მიღმა კი საქართველოში ინიცირებული კანონის სტიგმატიზების მცდელობას და მუქარის კვალს ხედავს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.