ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიის წარდგენა
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციამ გახსნა. სტრატეგიის სამუშაო ვერსია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ წარადგინა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. დოკუმენტის წარდგენისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მხოლოდ პოლიციური რესურსით ძალადობასთან და კრიმინალთან ბრძოლა საკმარის ძალისხმევას არ წარმოადგენს; მნიშვნელოვანია ძალადობის წარმოშობის ფაქტორებისა და პირობების ანალიზი, ყურადღების გამახვილება მის შემცირებაზე, საზოგადოებრივი აზრის გაჯანსაღებაზე ზრუნვა და შესაბამისი სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბება; აუცილებელია ძალადობის პრევენციისა და მართვის არსებული მექანიზმების შეფასება, მათი ეფექტიანობის გაზრდა და ახალი მექანიზმების დანერგვა. ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის და შესაბამისი განხილვების მოწყობის გზით, დაიხვეწება დოკუმენტის სამუშაო ვერსია და სამომავლოდ შეიქმნება ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. სიახლის სრულიად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/0HKzqM
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
სამუშაო შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია სტუდენტებს წარედგინა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების კონცეპტუალური საფუძვლებ...
Georgian Center for Strategy and Development GCSD
ძალადობის პრევენციის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით კონს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თანამედროვე კოლონიზაცია: კულტურული ფასეულობები რუსეთის მიერ...
ჩუბინაშვილის ცენტრი - Chubinashvili Centre
ძალადობის პრევენციის საკოორდინაციო შეხვედრა "ათინათში"
sopo xubulava
ძალადობის პრევენციის ახალი მექანიზმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძალადობის პრევენციის სტრატეგია
PIA FUN