ცხოვრება სოფლებში, რომლებიც მიწისძვრის ეპიცენტრშია


13 თებერვალს მომხდარმა მიწისძვრამ მთელი საქართველოს მასშტაბით ბევრი შეაშინა. თუმცა, ცხადია, ბოლო 30 წლის რეკორდული მაგნიტუდის ბიძგები, ყველაზე მეტად სტიქიის ეპიცენტრში, წალკის რაიონის სოფელ სამებაში იგრძნობოდა. მიწისძვრა აქ საკმაოდ ხშირი მოვლენაა და კვირაში რამდენჯერმე ფიქსირდება, თუმცა სიცოცხლისთვის სახიფათო ბუნებრივ მოვლენასთან შეგუება შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ დედამიწის ქანების რყევებმა წლების განმავლობაში თითქმის ყველა სახლი დააზიანა. ბოლო მიწისძვრამ კი ბზარები კიდევ უფრო შესამჩნევი გახადა. იგივე პრობლემები აქვთ მეზობელ დმანისშიც. სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში კი ბზარები იმდენად დიდია, რომ სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება გადაწყდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან