მონადირეების პროტესტი

15.02.2019 01:44

გურიის სხვადასხვა რეგიონიდან ნადირობის მოყვარულები დღეს ლანჩხუთის ცენტრში შეიკრიბნენ. ისინი კანონის იმ ნორმას აპორტესტებენ, რომლის მიხედვითაც, კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ნადირობაზე და თევზჭერაზე შეზღუდვები მოქმედებს. მონადირეები საკითხის დარეგულირებას და პროცესში პრემიერ-მინისტრის ჩართვას მოითხოვენ. კოლეხთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კანონი განსაზღვრავს აკრძალვას კონკრეტულ ტერიტორიებზე და ისინი ამ კანონის შესაბამისად მოქმედებენ. მონადირეები არ გამორიცხავენ, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები უკვე დედაქალაქში გამართონ . ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: