მედიტაცია პასუხის მისაღებად

04/02/2023

#მედიტაცია #იოგა #kundaliniyoga #ჯანმრთელობა #ენერგია #yoga #მარინა კვატაია #კუნდალინი იოგა
ხშირად ჩვენ გარკვეულ სიტუაციაში არ გვაქვს პასუხი.
არა და პასუხი ქვეცნობიერშია დალექილი და მხოლოდ მოდუნება გჭირდება რომ ის იპოვო. ეს მედიტაცია დაგეხმარება მოდუნდე, გაათავისუფლო გონება დაძაბულობისა და ნეგატივისაგან და კითხვაზე პასუხი იპოვო.
რამდენიმე განმარტება:

1. თუ შენ მედიტაციაში ტყეში მოხვდი ესეიგი პრობლემა ძალიან გაწუხებს ან იმდენი იფიქრე რომ გამოსავალს ვეღარ ხედავ.
2. თუ შენ მედიტაციაში მინდორზე მოხვდი. მაშინ შენ პრობლემის სხვადასხვა გამოსავალს ხედავ და აქტიურად ეძებ.
3. თუ შენ ბილიკზე გასეირნებისას ლაღად და მშვიდად მიდიხარ ესეიგი მზად ხარ გათავისუფლდე პრობლემისაგან. სხვა შემთხვევაში ჯერ არ ხარ მზად მას დაემშვიდობო რადგან ჯერ რაღაც სარგებელი აქვს. გამოიკვლიე რა.
4. თუ სახლი კოხტა და პატარაა ესეიგი შენ მიზანმიმართულად მუშაობ ამ პრობლემისაგან გათავისუფლებაზე. სხვა შემთხვევაში კარგად არ იცი რა გინდა.
5. თუ კიბეზე მარტივად ადი და არა დამძიმებული არ გეშინია დისკომფორტის.
6. თუ ოთახში რაიმე შეცვალე ესეიგი მზად ხარ სხვა ხერხსაც მიმართო, თუ არა ესე იგი გიჭირს კომფორტის ზონიდან გამოსვლა.
7. მოხუცი - შენი სიბრძნეა და ის გაგცემს პასუხს კითხვებზე.
9. თუ უკან დაბრუნება არ გაგიჭირდა ესეიგი პრობლემა სულ მალე მოგვარდება, სხვა შემთხვევაში კიდევ გაიმეორე მედიტაცია და გაითვალისწინე ეს განმარტებები . 
სატ ნამ 🤍🙏