ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე პროკურატურამ 2 პირი დააკავა, ერთის მიმართ კი ბრალდების დადგენილება გამოიტანა.
მათ ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტი ედებათ. აღნიშნული პირები კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები, დავით ქოქაშვილი, ილია გამგებელი და ლევან ქარდავა არიან.
გამოძიების ინფორმაციით, 2006 წელს ბადრი პატარკაციშვილის ურეკის სახლზე დაიგეგმა თავდასხმა, სახლის მიმართულებით უნდა მომხდარიყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლები, რაც პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობების შეწყვეტას ისახავდა მიზნად. გეგმის მიხედვით, პატარკაციშვილის სახლის ტერიტორიიდან უნდა მოხსნილოყო პოლიციის მორიგე ჯგუფი. შესაბამისი დავალება ურეკის პოლიციის მაშინდელ უფროს ჯემალ შამათავას მიეცა, რომელმაც ინფორმაცია პატარკაციშვილის კომენდანტს მიაწოდა. შამათავას ქმედება ცნობილი გახდა კუდ-ის თანამშრომლებისთვის და ის ცრუ ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლება აღუკვეთა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.