თავდასხმა მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით

23.08.2023 00:43

მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიშის შესახებ იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, ორი დრონი დედაქალაქის თავზე ჩამოაგდეს, მესამემ კი მართვა დაკარგა და „მასკვა-სიტის“ კომპლექსის ერთ-ერთ მშენებარე შენობას დაეჯახა. ოფიციალური ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. რუსული ტელეგრამ არხები უპილოტო საფრენი აპარატის ცათამბჯენთან შეჯახების კადრებს აქვეყნებენ. ივლისის ბოლოდან ეს „მოსკვა-სიტიზე“ დრონებით იერიშის უკვე მეოთხე შემთხვევაა. ამავე დროს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ სოფელ ლავაში, სანატორიუმის ტერიტორიაზე, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania