31 დეკემბერს თელავში სტალინის ძეგლს აიღებენ

30.12.2013 00:55

სტალინის ძეგლის დემონტაჟი ხვალ განხორციელდება. ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს. გივი მეტრეველის თქმით, ძეგლის დემონტაჟს „სამოქალაქო განვითარების ფონდი" განახორციელებს და სამუშაოები კანონის სრული დაცვით განხორციელდება. „სამოქალაქო განვითარების ფონდი" ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იღებდა მონაწილეობას. სტალინის ძეგლის დემონტაჟზე 634 ლარი დაიხარჯება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1lunHsh

გაზიარება: