ხმაური ბათუმში
ხმაური იყო ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე. პოლიციამ მერიის პროექტის, „იაფი სახლის“ ფარგლებში აშენებული კორპუსებიდან დღეს დილით შეჭრილი ოჯახები გაიყვანა. პროცესი სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თვითნებურად შეჭრილები შენობის დატოვებას არ აპირებდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ბინების გათავისუფლება უკვე მოახერხეს. იაფი სახლის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში დღეს 40-ზე მეტი ოჯახი თვითნებურად შეიჭრა. მათი განცხადებით, ისინი სოციალურად დაუცველები არიან, არ აქვთ საცხოვრებლები და ვერ იხდიან ბინის ქირას. ისინი ხელისუფლებისგან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ბათუმის ვიცე-მერის განცხადებით, ეს კორპუსები განკუთვნილია სპეციალური კატეგორიისთვის და უკანონო შეჭრას არ დაუშვებენ. „იაფი სახლი“ ბათუმის მერიის პროექტია. კორპუსები ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა და მრავალწლიანი გამოსყიდვის უფლებით უნდა გადაეცეს ოჯახებს, რომლებიც წლებია, ბათუმში ცხოვრობენ, არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი და უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი, რომლითაც მოახერხებენ ყოველთვიურად ბინის გამოსყიდვისთვის გარკვეული თანხის შეტანას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხმაური ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური ბათუმში
TV IMEDI
ხმაური ბათუმში
TV IMEDI
ხმაური ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური ბათუმში - მშობიარის ოჯახი ექიმებს ჩვილის გარდაცვალება...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმში, საარჩევნო უბანთან „ოცნების" ე.წ. ზონდერჯგუფები ამომ...
Formula News
ხმაური და დაპირისპირება ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური აქციაზე ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster