საერთაშორისო კონფერენცია “ქართული ენა ინტერნეტში”, 21 თებერვალი

24.02.2022 05:41:38

21 თებერვალი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია დედაენის დღედ. სწორედ ამ დღეს ინტერნეტსაზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ქართულენოვანი ინტერნეტის პრობლემატიკას ეხება. კონფერენციის თანაორგანიზატორია სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. კონფერენციის თემებია: ენობრივი ტექნოლოგიების საკითხები 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის სტრატეგიაში --- ენობრივი მრავალფეროვნების პრობლემის შესახებ ინტერნეტში: ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში არსებულ ენათა ნახევარზე მეტი 2100 წლისთვის გაქრება. სხვა თვალსაზრისით, საუკუნის ბოლოს შესაძლოა გაქრეს ან გაქრობის საფრთხე დაემუქროს ენათა დაახლოებით 95 პროცენტს. დღესდღეობით ინტერნეტსივრცეში დიდი ლინგვისტური უთანასწორობაა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ციფრულ უთანასწორობას. ამიტომ ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა მრავალენოვან ინტერნეტზე. განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფორმაციისა და ცოდნის ხელმისაწვდომობა, რადგან ინტერნეტსა და მის რესურსებზე წვდომის გარეშე სხვადასხვა ერი, თემი თუ ცალკეული ადამიანი გარიყული აღმოჩნდება ამ სიკეთისაგან. ციფრულ უთანასწორობას ორი მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს _ შეუფერხებელი წვდომა ინტერნეტზე და ადგილობრივად, ადგილობრივ ენებზე შექმნილ ხარისხიან ციფრულ რესურსებზე. სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს უნდა შეეძლოთ საკუთარი კულტურის შეუფერხებლად ასახვა ადგილობრივ ენებზე და მისი ინტერნეტსივრცეში გაზიარება. საქართველომ ჯეროვნად უნდა შეძლოს საუკუნის ამ გამოწვევის მიღება და თავისი მრავალფეროვანი კულტურის ღირსეულად ასახვა და წარმოჩენა ინტერნეტში. ინტერნეტსაზოგადოების შესახებ: ინტერნეტსაზოგადოება არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაარსების დღიდან (1992 წ.) ინტერნეტის განვითარებასა და შესაბამისი სტანდარტების შემუშავებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მასშტაბით იგი აერთიანებს 125 ქვეყნის 79000-ზე მეტ წარმომადგენელს. ინტერნეტსაზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა მოქმედებს 2000 წლიდან. მისი წევრები არიან საქართველოში ინტერნეტის ხელშეწყობითა და განვითარებით დაინტერესებული მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. აღნიშნული წარმომადგენლობა პერიოდულად აწყობს ღონისძიებებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე. ჩვენი ვებგვერდია https://isoc.ge/. ინტერნეტსაზოგადოებაში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა მისამართზე: [email protected]

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საერთაშორისო კონფერენცია \"ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები\"
02:25

საერთაშორისო კონფერენცია "ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლო...

GeolibTV

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
01:19

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საერთაშორისო კონფერენცია
01:34

საერთაშორისო კონფერენცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საერთაშორისო კონფერენცია
01:16

საერთაშორისო კონფერენცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“
10:45

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „ქართული ხელნაწე...

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“ გაიხსნა
06:38

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

საერთაშორისო კონფერენცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის
01:17

საერთაშორისო კონფერენცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საერთაშორისო კონფერენცია
06:02

საერთაშორისო კონფერენცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო