21 თებერვალი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია დედაენის დღედ. სწორედ ამ დღეს ინტერნეტსაზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ქართულენოვანი ინტერნეტის პრობლემატიკას ეხება. კონფერენციის თანაორგანიზატორია სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.
კონფერენციის თემებია:
ენობრივი ტექნოლოგიების საკითხები 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის სტრატეგიაში
---
ენობრივი მრავალფეროვნების პრობლემის შესახებ ინტერნეტში:
ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში არსებულ ენათა ნახევარზე მეტი 2100 წლისთვის გაქრება. სხვა თვალსაზრისით, საუკუნის ბოლოს შესაძლოა გაქრეს ან გაქრობის საფრთხე დაემუქროს ენათა დაახლოებით 95 პროცენტს.
დღესდღეობით ინტერნეტსივრცეში დიდი ლინგვისტური უთანასწორობაა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ციფრულ უთანასწორობას. ამიტომ ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა მრავალენოვან ინტერნეტზე. განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფორმაციისა და ცოდნის ხელმისაწვდომობა, რადგან ინტერნეტსა და მის რესურსებზე წვდომის გარეშე სხვადასხვა ერი, თემი თუ ცალკეული ადამიანი გარიყული აღმოჩნდება ამ სიკეთისაგან.
ციფრულ უთანასწორობას ორი მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს _ შეუფერხებელი წვდომა ინტერნეტზე და ადგილობრივად, ადგილობრივ ენებზე შექმნილ ხარისხიან ციფრულ რესურსებზე.
სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს უნდა შეეძლოთ საკუთარი კულტურის შეუფერხებლად ასახვა ადგილობრივ ენებზე და მისი ინტერნეტსივრცეში გაზიარება.
საქართველომ ჯეროვნად უნდა შეძლოს საუკუნის ამ გამოწვევის მიღება და თავისი მრავალფეროვანი კულტურის ღირსეულად ასახვა და წარმოჩენა ინტერნეტში.
ინტერნეტსაზოგადოების შესახებ:
ინტერნეტსაზოგადოება არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაარსების დღიდან (1992 წ.) ინტერნეტის განვითარებასა და შესაბამისი სტანდარტების შემუშავებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მასშტაბით იგი აერთიანებს 125 ქვეყნის 79000-ზე მეტ წარმომადგენელს.
ინტერნეტსაზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობა მოქმედებს 2000 წლიდან. მისი წევრები არიან საქართველოში ინტერნეტის ხელშეწყობითა და განვითარებით დაინტერესებული მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები.
აღნიშნული წარმომადგენლობა პერიოდულად აწყობს ღონისძიებებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე. ჩვენი ვებგვერდია https://isoc.ge/. ინტერნეტსაზოგადოებაში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა მისამართზე: [email protected]