თელავში მოქმედი „საზოგადოებრივი დარბაზის\" წევრები ქალაქის რეაბილიტაციის დროს დაზიანებული სახლების მდგომარეობის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც მიმართეს, თუმცა აქ არსებული სიტუაციით დღემდე არავინ დაინტერესებულა. ორგანიზაციის წევრებმა დღეს ერისთავის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელში შესრულებული სამუშაოები მოინახულეს, სადაც სახლის მეპატრონე ცხოვრებას დღემდე ვერ ახერხებს. ადგილობრივების თქმით, სამუშაოების დიდი ნაწილი არაგეგმიურადაა შესრულებული, ნაწილის რემონტი კი უკვე ხუთი თვეა, შეჩერებულია. ერისთავის ქუჩის მცხოვრებთა განცხადებით, გაჭიანურებულმა სამუშაოებმა საცხოვრებლებში არსებული მდგომარეობა გააუარესა, დამპალია იატაკები და სახურავებიდანაც წვიმის დროს წყალი ჩამოდის. მათივე თქმით, დახმარების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებასაც არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/12gyyh1
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/12gyyh1