„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ საარჩევნო კამპანია

31.08.2020 01:06

დღეს ოზურგეთში პარტიამ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო შეწირული-გობრონიძე წარადგინა. პრეზენტაციას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. ნინო შეწირული-გობრონიძე პარტიის პირველი ქალი კანდიდატია, რომელიც მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დეპუტატობის კანდიდატი აგრარულ მეცნიერებათა დოქტორია და სოფლის მეურნეობისა და კვების უსაფრთხოების საკითხებში 12-წლიანი გამოცდილება აქვს. გურიაში პარტიის მთავარი გეგმა სწორედ სოფლის მეურნეობის გაძლიერება და განვითარებაა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო