დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მოწმე - სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრი, დავით ბედოშვილი დაიკითხა, რომელიც კომისიაში სასაზღვრო ჯარებიდან იყო წარდგენილი. მოწმე 1996-1997 წლებიდან იყო კომისიის წევრი და დღეს კომისიის თავდაპირველ პოზიციაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, საქართველოსთვის სასარგებლო იყო. მისი განმარტებით, მაშინ ქართული მხარე 1938 წელს შედგენილი რუკით ხელმძღვანელობდა, რომლითაც გარეჯის კომპლექსი საქართველოს ფარგლებში ექცეოდა. აზერბაიჯანი კი, მისივე განმარტებით, უფრო მოგვიანებით შედგენილ რუკებზე აპელირებდა, რომელიც მათთვის მომგებიანი იყო. პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარე სწორედ იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ საქართველოს საზიანოდ პოზიციები 2006 წელს შეიცვალა. საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ედავებიან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.