ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა

07/18/2021
MULTIMEDIA GE-ის მიერ

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მოსმენა აღარ შედგება, ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცხადებით, მიზეზი, განვითარებული მოვლენები და ოპოზიციის ხელშეშლა გახდა:

„რაც დღეს ვიხილეთ, პირველ რიგში მიზანმიმართულად იყო დაორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. სამწუხაროა, რადგან შესვენების დროს მოვისმინე განცხადებები, სადაც პოლტიკური ჯგუფები ღიად აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება, რათა დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები. ასეთ რეჟიმში საკითხის განხილვა არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა. ამოტომ დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად, ბიუროს სხდომაზე ვიმსჯელებთ, სხვა რიგგარეშე სხდომაზე რა საკითხები გვექნება განსახილველი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ჩვენი ვებ გვერდი:
https://multimedia.ge
ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან